კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ვენეციის კომისიაში გასაგზავნი წერილი შეიმუშავა

კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ვენეციის კომისიაში გასაგზავნი წერილი შეიმუშავა, რომელსაც ხელს აწერს 17 კვალიფიციური ოპოზიციური პარტია.

როგორც საბჭოს წევრმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, წერილს აქვს ორი ძირითადი მიმართულება შინაარსის თვალსაზრისით.

“წერილში ერთი მხრივ აღწერილია საკონსტიტუციო კომისიის პროცესი, თუ როგორ დაიწყო ცვლილებების პროცესი, როგორ დასრულდა ნულოვანი კონსენსუსით და მეორე მხრივ აღწერს იმ მიუღებელ სიახლეებს,კონსტიტუციის ახალ პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესს, საპარლამენტო საარჩევნო სისტემას, ბლოკების გაუქმებას და სხვა საკითხებს ეხება”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

როგორც გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა თავის პარტიულ ინტერესებს მოარგო და არც ერთი ოპოზიციური პარტიისა და არასმთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა არ გაითვალისწინა.

მისი თქმით, ვენეციის კომისიამ დეტალურად უნდა იცოდეს ყველაფერი, რათა მათი დასკვნა იყოს მკაცრი.

საბჭოს წევრებს იმედი აქვთ, რომ ვენეციის კომისია პირდაპირ რეკომენდაციას დადებს იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, ბლოკების აკრძალვა, გადაუნაწილებელი მანდატების ერთი პარტიისთვის მიკუთვნება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შეთანხმება გაფორმდა
შემდეგი სტატიამანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა