კვაჭანტირაძე ჯანდაცვის მინისტრს – ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 17:29

კვაჭანტირაძე ჯანდაცვის მინისტრს – ფიქრობთ თუ არა, რომ სწორად იყავით შერჩეული მინისტრის პოსტზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ მინისტრს 520-ე დადგენილების განმარტება სთხოვა.

ამასთან, კვაჭანტიაძემ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა კითხვით, ფიქრობს თუ არა რომ, სწორი იყო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი შერჩევა.

„თქვენმა გამოსვლა ბევრი შეკითხვა გამიჩინა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თქვენი გამოსვლა არ იყო კრიტიკული, საკმაოდ მონოტონური გამოსვლა იყო, რომელმაც არ მოგვცა საშუალება მთლიანად დაგვენახა დღეს არსებული სიტუაცია იმ სფეროებში, იმ გიგანტურ სამინისტროში, რომლის ხელმძღვანელობაც თქვენ ჩაიბარეთ. დამეთანხმებით, რომ ეს არის სუპერ სამინისტრო, რომელიც განკარგავს ყველაზე დიდ ბიუჯეტს და პირველი შეკითხვა რაც მაქვს – მაინტერესებს, ამ თვეების განმავლობაში, რაც უკვე ბრძანდებით მინისტრი, თქვენ ფიქრობთ, რომ სწორად იყავით შერჩეული ამ პოსტზე, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად თუ არა? პირდაპირ მაინტერესებს თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე. მეორე შეკითხვა ეხება 520-ე დადგენილებას. წარმატებები, რაზეც თქვენ ისაუბრეთ გამოსვლაში, ძირითადად შეეხებოდა იმ პერიოდს, როდესაც თქვენ მინისტრი არ ბრძანდებოდით. „ქართულმა ოცნებამ“ რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რასაც მიაღწია, იყო ჯანდაცვის რეფორმა, რითაც ვამაყობდით ჩვენ დღემდე. თქვენ გამინისტრების დღიდან ე.ი ყველაზე, არ ვიცი შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს მაგრამ ძალიან უხეში ქირურგიული ჩარევით, 520-ე დადგენილებით დაიწყეთ ყველაფრის ჩეხვა. მე ძალიან მეშინია, მთლიანად არ შემოგვენგრეს ის, რასაც მივაღწიეთ ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

region
ავტ.: region თებერვალი 5, 2020 17:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics