ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდაუმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერVIEW“-ს სტუმარი იყო

“უპირველესად იმაზე, რამაც გამაოცა. სალომემ როგორც ჩანს არაფერი იცოდა , რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ანგარიში, რომლითაც მოხდა 2004-12 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის და სისტემური დანაშაულის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. დასკვნის მომზადებაში ჩართული იყვნენ გაეროს უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისი, სახალხო დამცველის ოფისი, პროკურატურა, შსს, სასჯელაღსრულების დაწესებულება და მოწვეული ექსპერტები. დასკვნა მზადდებოდა 2 წლის განმავლობაში. დადგინდა, რომ 2004-12 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენება ატარებდა საყოველთაო, სისტემურ ხასიათს, ეს დანაშაულებრივი ქმედებები სანქცირებული იყო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ და ემსახურებოდა ტოტალური შიშის, დაუცველობის განცდის გაჩენას საზოგადოებაში; წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი; წამება იყო სასურველი ჩვენების მიღების საშუალება, ქონებისა თუ წილების დათმობის მარტივი გზა და საპროცესო შეთანხმების დადების იძულების ეფექტური მექანიზმი.
სასამართლო ხელისუფლება და სამართალდამცავი სისტემა არ რეაგირებდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ეფექტური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე სათანადო რეაგირების კუთხით; ადვოკატები, ხშირ შემთხვევებში, არ ასაჩივრებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოყენების ფაქტებს; ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უარს ამბობდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გაშუქებაზე.
ამაზე დაწვრილებითაა საუბარი ზემოხსენებულ დასკვნაში და
იქნებ სასწრაფოდ გავუგზავნოთ სალომე ასათიანს ეს დასკვნა, რომლის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. ძალიან კი გამაკვირვა სალომეს ამ შეკითხვამ, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ მას ასეთი უხერხული შეკითხვები აღარ გაუჩნდება.
მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი:
ხშირად ვუყურებ მსგავს ინტერვიუებს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ, რუსულ ენებზე სხვადასხვა უცხოურ არხებზე. მაინტერესებს და გასაკვირი არ უნდა იყოს. დღევანდელ ინტერვიუში ჟურნალისტის მხრიდან გასაოცარი ტაქტიკა იყო გამოყენებული. მან უმეტეს შემთხვევაში არ მისცა მაყურებელს საშუალება მოესმინა რესპოდენტის პოზიცია სრულად, არ ამთავრებინებდა მას სათქმელს და თემიდან თემაზე გადადიოდა ისე, რომ მაყურებელს ვერ ექნებოდა სრული წარმოდგენა რესპოდენტის პოზიციაზე კონკრეტული თემების ირგვლივ. ჯამში დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წამყვანი ცუდად ცდილობდა და ძალიან გაუჭირდა არ ყოფილიყო მიუკერძოებელი. გადაახვიე, კიდევ მოვუსმინე და მაინც ასეთ აზრზე დავრჩი. არ ვიცი, იქნებ გადაჭარბებულად კრიტიკული ვარ.
ნებისმიერ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ვინმეს კიდევ ამ გადაცემის მერე მაინც დარჩება შეკითხვა მედიის თავისუფლების შესახებ საქართველოში და იმის შესახებ, რომ აკონტროლებს თუ არა დღეს მედიას ხელისუფლება. ჩემი აზრით, ამ გადაცემის მთავარი დასკვნაც ეს არის”-წერს უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია:მე ვერ წარმომიდგენია სააკაშვილი მსგავს როლში რამოდენიმე წლის წინ
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:დასკვნების გამოტანაში გონება კი არა შიში გმართავთ, შიში რომელიც გონებას გიბნელებთ!