კუთხეში არიან მომწყვდეულები – მიხეილ სააკაშვილი ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას არვცელებს და საქართველოს მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ და საკუთარი უფლებების დაცვვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამის პარალელურად აუცილებელია ხალხმა ხვალ თავისის გზავნილი ყველას გააგონოს.

“კარგია მოლპარაკებები, ახლა ისინი ცდილობენ იმიტაცია მოახდინონ პროცესის, თითქოს რაღაცაზე მოდის და ესეც არის სისუსტის და იმის გამოვლინება, რომ ჩამოშლილები არიან. უცხოელებმა დაიწყეს ტონის შეცვლა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ არცრთი იურიდიული მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ არაფრის მომტანი არ არის იმიტომ რომ არ არსებობს სასამართლო არ არცებობს საარჩევნო კომისიის პატისანი პროცესი არსებობს მხოლოდ ერთი კაცი ივანიშვილი, რომელიც ყველაფერს წყვეტს.

ამ პირობებში ახლა გადამწყვეტია, როდესაც კუთხეში არიან მომწყდეულები დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი და აუცილებელია პომპეოს ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, სხვათა შორის ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი, უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, უკვე ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მე მიკავშირდება დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. ნამდვილი აფეთქდება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებულები ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის.

მე მესმის, რომ ბევრი პრობლემაა, მე მესმის, რომ ცივა, მე მესმის, რომ კორონავირუსია და კარგი ამბავი არის ის, რომ უკვე გაჩნდა ვაქცინა, მაგრამ თუ ეს მთავრობა არ შეიცვალა ამ ვაქცინის ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება და თუ ნორმალური მთავრობა იქნა პრაქტიკულად იმავე დღეს ამერიკაში როცა გამოვა იქნება ეს ვაქცინა საქართველოში. ახლა ჩვენ გვჭირდება ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს, ქართელი ხალხი ერთიანია, ახლა ურბალოდ ქმედების დროა საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ხვალ და შემდეგ დღეებში, ბოლომდე ვიბრძვით ყველანი გამარჯვებისთვის, ქართველი ხალხის გამარვჯებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ვკარგავთ, სიცოცხლეებსაც ვკარგავთ, ჩვენ ახალგაზრობას ვკარგავთ, პერსპექტივას, მომავალს ვკარგავთ. ჩვენ არაფერი არ უნდა დავკარგოთ პირიქით ყველაფერი უნდა დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიახალი პროტოკოლით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის დასაკრძალად ოჯახს 72-საათიანი ვადა ეძლევა
შემდეგი სტატიამთელ საქართველოს უთხრეს, თქვენ ხართ ჯოგი, თქვენ ხალხი არ ხართ-ბურჯანაძე ხელისუფლების პრივილეგიებზე