კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

კუს ტბაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფერდობები მოსახლეობის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს.

სამუშაოებს, რომელიც ტერიტორიის სრულ მოწესრიგებამდე ჩატარდება, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ, საყოფაცხოვრებო ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ხოლო სამშენებლო ნარჩენი სპეციალურ ნაგავსაყრელზე განათავსონ.

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 ფაქტი გამოავლინა