გუშინ ქალაქ კურსკში მდებარე სამხედრო აეროდრომ “ხალინოს” უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. ამ ტერიტორიაზე ჟდანოვის სახელობის მე-14 გვარდიული, გამანადგურებელთა ავიაპოლკის სამმართველო მდებარეობს. სამიზნე სწორედ სამხედრო-ადმინისტრაციული შენობები იყო.
ცნობისთვის: მე-14 ავიაპოლკს ამ ავიადრომზე Су-30СМ-ები ჰყავს ბაზირებული.
დარტყმის შედეგად დაიღუპნენ/დაშავდნენ:
მე-14 ავიაპოლკის მეთაური, მისი ერთ-ერთი მოადგილე, ოფიცერ-ავიატორთა ჯგუფი; ФСБ-ს სამხედრო კონტრდაზვერვის წარმომადგენელი, აეროდრომის რამდენიმე მუშაკი.
დაჭრილთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაჰყავდათ დაბომბილი ტერიტორიიდან.