კურსკში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის პრიმორიეს ოლქის ვიცეგუბერნატორი

უკრაინაში ნაღმზე აფეთქდა რუსეთის ოლქის, პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი სერგეი ეფრემოვი.

Telegram არხების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ეფრემოვი იმყოფებოდა კურსკის ოლქში ნაღმზე აფეთქდა. მაღალჩინოსნის გარდა დაიღუპა რუსული არმიის ოფიცერი.

ეფრემოვი სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო, პრიმორიეში ხელმძღვანელობდა ჯარის, ავიაციისა და ფლოტის ხელშეწყობის საზოგადოებას.

2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ მეთაურობდა მოხალისეთა რაზმ ტიგრს. 2024 წლის თებერვალში დაბრუნდა ფრონტიდან და გახდა პრიმორიეს ვიცეგუბერნატორი, კურსკში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, მეორედ გაემგზავრა ომში, ამჯერად კურსკის ოლქში.

2023 წელს მიიღო თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ორდენი დნრ-ის გმირი.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: რეპრესიების ახალი ტალღა, თუმცა აქციები გრძელდება
შემდეგი სტატიაკარპენტერი: ეს არჩევნები გარდამტეხი მომენტია საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა