კურსკის ოლქში რუსეთთან საზღვარი უკრაინელებმა მეორე ადგილასაც გაარღვიეს

 

6 მაისი უკრაინისთვის წარმატებულად დაიწყო: ომის 1167-ე დღეს კურსკის ოლქში უკრაინელებმა კიდევ ერთ ადგილას გაარღვიეს რუსეთთან სახელმწიფო საზღვარი და მტერი სეხელმწიფოს ტერიტორიაზე დასახლება ვესელოეს მხრიდან შევიდნენ. ოფიციალურად ეს ფაქტი არ გახმაურებულა და განცხადება არც უკრაინის გენშთაბს გაუვრცელებია, მაგრამ არსებობს სანდო წყარო, რომელიც ადასტურებს, რომ ვესელოეს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობს და უპირატესებით უკრაინელები სარგებლობდნენ, რადგან ვესელოესთან მათ შეტევაზე გადასვლას ოკუპანტები არ ელოდნენ.
პირიქით, ოკუპანტები და მათი პროპაგანდისტები ბოლო დღეებში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ კურსკის ოლქში იმდინარეობდა განდევნის ოპერაცია და რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრამდე იყვნენ მისული.
შეგახსენებთ, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე პირველი გარღვევა ტიოტკინას მიმართულებით მოხდა და უკრაინელების მიერ რამდენიმე რუსული დასახლების აღებით დასრულდა. უკრაინელი სამხედროების მიერ ვესელოესთან გარღვევის დამადასტურებელლი ინფორმაცია და რუკა ქართველმა სამხედრო მიმომხილველმა გიორგი ბოჟაძემაც გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი უორენ დევიდსონი „MEGOBARI აქტზე” – ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და სანქციების რეჟიმის ეფექტურობას ასუსტებს – ვფიქრობ, ეს საშინელი იდეაა
შემდეგი სტატიაივანიშვილი ცდილობს, ქვეყანა პუტინთან დააახლოოს – კოენი