კურსკის ოლქში ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან მოხალისეები გადაისროლეს

ეხო კავკაზას ინფორმაციით, კურსკის ოლქში, სადაც უკვე მე-4 დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ოკუპორებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან მოხალისეები გადაისროლეს.

“მთავარსარდალმა [ვლადიმერ პუტინმა] კურსკის ოლქსის მხარდაჭერისკენ მოგვიწოდა. დიდხანს ლოდინი საჭირო არაა. ჩავედით დასახმარებლად”, – ნათქვამია “დონბასის ველური დივიზიის” მეთაურის განცხადებაში, რომელიც ეროვნებით აფხაზია, ახრა ავიძბა.

“სარმატის ბატალიონის პერსონალი, როგორც რუსეთის მოხალისეთა კორპუსის “დონბასის ველური დივიზიის” ნაწილი, გადავიდა საბრძოლო კონტაქტის ხაზზე კურსკის რეგიონში მტრის სამხედრო ფორმირებების განადგურების მიზნით. გამარჯვება ჩვენი იქნება”, – წერს ოსური ბატალიონის ტელეგრამ-არხი.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს 45 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა
შემდეგი სტატიაThe Washington Post: უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს