კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“

სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს – „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კურსის მსვლელობისას უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. კურსი ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას.

პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტების ორგანიზებით საქართველოში მეექვსედ ხორციელდება.

კურსი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

banner
წინა სტატიაშიკობა გვენეტაძე: საქართველოს საფონდო ბირჟაზე EBRD-ის ობლიგაციები განთავსდება
შემდეგი სტატიაცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა