კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა.გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონაში ერთი ადამიანის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. ველოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დაზუსტებულ ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.