კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილში, კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი – ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ელებს.

 

 

banner
წინა სტატიაშილადო კახაძე 61,83%, შალვა შავგულიძე 38,17% -არჩევნების მეორე ტურის შედეგები ცნობილია
შემდეგი სტატიასისხლიანი გარჩევა დიღმის მასივში – 2 პირის დაჭრის ბრალდებით, 22 წლის ბიჭი დააკავეს