კურორტ გომისმთაზე, გუშინ, 21 ივლისს მომხდარი ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლის ქრობას მოსახლეობა უშედეგოდ ცდილობდა, ხოლო ოზურგეთიდან ამსვლელი სახანძრო ჯგუფი ადგილზე მაშინ გამოჩნდა, როცა ცეცხლი უკვე ლიკვიდირებული იყო.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.














