“კურიერს” დაუკავშირდნენ ადამიანები, ვინც კოკა ყანდიაშვილს და Fake news-ების შემქმნელ კომპანიას შორის კავშირს ადასტურებენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 01:12

“კურიერს” დაუკავშირდნენ ადამიანები, ვინც კოკა ყანდიაშვილს და Fake news-ების შემქმნელ კომპანიას შორის კავშირს ადასტურებენ

კიბერთავდასხმა თიბისი ბანკზე – კომპანია, საიდანაც ერთ-ერთ მსხვილ საფინანსო ორგანიზაციაზე კიბერშეტევა განხორციელდა, შპს გრევითია.

წერილში, რომელიც შს სამინისტროს მამუკა ხაზარაძემ გაუგზავნა, წერია, რომ კომპანიის ოფისიდან ბანკზე მხოლოდ კიბერშეტევა არ განხორციელებულა, არამედ ამავე ოფისის განკარგულებაშია სოციალური ქსელში ყალბი ანგარიშები.

კომპანია გრევითის მფლობელი 24 წლის იური მურადიანია. მან კომპანია, 20 წლის ასაკში, 2015 წელს დააფუძნა. ის კიდევ ერთ ფირმას შპს ტრიფ ინ ჯორჯიას ფლობს.

კომპანიის დირექტორი, მარგარიტა ბერიძე კურიერის უყვება, რომ ფირმა მას ეკუთვნის და 100-პროცენტიანი წილი მურადიანს პროგრამის დაწერისთვის გადაუფორმა.

მურადიანი კომპიუტერული სისტემების ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია.

კურიერმა იპოვა ადამიანები, რომლებიც ოცნების პრესამსახურის უფროსის, კოკა ყანდიაშვილისა და იური მურადიანის კავშირებს ადასტურებს.

ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ პროგრამისტი მურადიანი ტროლების საამქროში კოკა ყანდიაშვილი მარჯვენა ხელი იყო და ოცნების პრესმდივნის დაგეგმილი კამპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენდა.

რესპოდენტი, რომლის ვინაობასაც კურიერი მისივე თხოვნით არ ასაჯაროებს, რუსთაველის 12-ნომერში იური მურადიანს რამდენიმე თვის წინ შეხვდა. ახალგაზრდა იხსენებს, რომ შეხვედრაზე მისვლამდე მისი Facebook პროფილის გადაგზავნა მოსთხოვეს. რამდენიმე საათში კი კოკა ყანდიაშვილმა მისი აქტივობები სოციალურ ქსელში მოიწონა, რასაც ხმის რეჟისორის რუსთაველის 12-ნომერში დაბარება მოჰყვა.

ახალგაზარდა მამაკაცი ამბობს, რომ მას იური მურადიანი კომპანიის ხელძღვანელად გაეცნო.

რესპოდენტის თქმით, მისი ყურადღება ოთახში ჩამოკიდებულმა დაფამ მიიქცია, სადაც ე.წ. გასაშავებელი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების სია იყო ჩამოწერილი.

მისივე თქმით, მურადიანმა დაუდასტურა, რომ ოცნების პიარჯგუფის ხელმღვანელი ოფისის საქმიანობაში ჩართული იყო.

კოკა ყანდიაშვილი-ის სურათის შედეგი კოკა ყანდიაშვილი რომ ე.წ. ტროლების და ბოტების დაჯგუფებას ნამდვილად აკონტროლებდა და კადრების შერჩევაში თავადაც იყო ჩართული, ამას კურიერს კიდევ ერთი რესპოდენტი უდასტურებს.

შეხვედრა მასსა და ოცნების პიარსამსახურის უფროსს შორის ბიძინა ივანიშვილის ოფისში, ერეკლეს მოედანზე, 2017 წლის მერის არჩევნების წინ გაიმართა.

მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც ვიდეო რგოლების დამზადება იყო – ნებისმიერი შინაარსის ყალბი ინფორმაციის გავრცელება ოპოზიციური ლიდერებისა და საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ. სანაცვლოდ კი კოკა ყანდიაშვილი ჩვენს რესპოდენტს ხელფასს 3 ათას ლარს სთავაზობდა.

უკვე მეორე კვირაა, კურიერის სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს კოკა ყანდიაშვილი არ პასუხობს.

რამდენიმე დღეა, კურიერს ყანდიაშვილის მარჯვენა ხელი შპს გრევითის დამფუძნებელი, იური მურადიანიც, ემალება.

რუსთაველის 12 ნომერში კი, სადაც ე.წ. ტროლების დაჯგუფება მუშაობდა, ოფისი დაკეტილია. სად აგრძელებენ მუშაობას ყანდიაშვილის ტროლები, ჯერ უცნობია.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 01:12

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


13,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics