„კუ­რი­ე­რის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“ და­ტო­ვა

“კურიერის” ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“ დატოვა.

ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა. როგორც თეონა ცხომელიძის პოსტიდან ირკვევა, მან “რუსთავი2″-დან წასვლის გადაწყვეტილება ივნისში მიიღო, რაც ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს გამორიცხავს.

“13-წლიანი მუშაობის, უამრავი დროის, ემოციის და ენერგიის დახარჯვის შემდეგ წამოვედი ადგილიდან, რომელიც ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად მიყვარდა. ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობრები და კოლეგები კრიზისულ დროს მივატოვე, თუმცა მათ კარგად იციან გადაწყვეტილება გაცილებით ადრე, ივნისში მივიღე. სენტიმენტებს ჩემთვის დავიტოვებ, მადლობა “რუსთავი 2“-ს გამოცდილებისათვის. პირველად ცხოვრებაში წარმოდგენა არ მაქვს რას გავაკეთებ და სად ვიქნები. ერთი ვიცი, ცოტა დასვენება დავიმსახურე და ასეც ვაპირებ” – წერს თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში.
თეონა ცხომელიძე “რუსთავი2“-ში 2006 წლიდან მუშაობდა, ის “კურიერის“ საპარლამენტო კორესპონდენტი იყო და მუდმინად მთავარ თემებს აშუქებდა. თუ რა გახდა ჟურნალისტის ტელევიზიიდან წასვლის მიზეზი, უცნობია.

banner
წინა სტატიაშივაკანსია: მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადება
შემდეგი სტატიაშსს-ს ადამიანია უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა