ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა

საგანგებო აუდიენცია ბიძინა ივანიშვილთან – გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა მმართველ გუნდში დღეს კიდევ უფრო აწია.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, უმრავლესობის სახელით განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ მხარს არ დაუჭერდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უპასუხა თავად ბესელიამ, რომელმაც კობახიძის მიერ დასახელებული არგუმენტები გააკრიტიკა და ის არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე – ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრულ-ინსპექტორი დააკავა