კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი, სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო. მისი თქმით, კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს 500 ათასი დოლარი გადასცა. როგორც ლუცენკომ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს.

„სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი სევერიონ დანგაძემ, სააკაშვილთან შეთახმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც იმალება ქალაქ მოსკოვში და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების სანაცვლოდ სააკაშვილის საქმინობის დაფინანსება შესთავაზა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს”, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

https://youtu.be/rDSBpqtXA9I

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სახურავიდან “ჩამოხსნის” სპეცოპერაცია
შემდეგი სტატია,,უკრაინაში სამშობლოს ღალატის მუხლი თუ ექნება მას წაყენებული, არანაირ ექსტრადაციაზე საუბარი არ შეიძლება, რომ იყოს”