კურჩენკო პოროშენკოზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინელმა ბიზნესმენმა სერგეი კურჩენკომ, რომელიც უკრაინის დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაპარტიელ და ახლობელ ადამიანად არის ცნობილი, კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მასთან დანაშაულებრივი კავშირი ედება ბრალად.


,,სააკაშვილს საერთოდ არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე. სამაგიეროდ ძალიან კარგად ვიცნობ პეტრ პოროშენკოს, რომელმაც 2013 წელს მედია ჰოლდინგი UMH group-ი 400 მილიონ დოლარად მომყიდა და ჩემი ინფორმაციით, ამ გაქსუებულ-კორუმპირებულმა, გაყიდული ქონებიდან, გადასახადის სახით უკრაინის ბიუჯეტში კაპიკი არ შეიტანა. პოროშენკო მატყუარა და მშიშარაა, ამიტომაც აყეფებს ხელის ,,ცუციკს,, ლუცენკოს. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები მან სიმთვრალეში, თავის ,,სობუტილნიკ,, პოროშენკოსთან მორიგი დალევის შემდეგ გააკეთა. ამ ლოთმა წყვილმა, იმდენად შეაწუხა ჩემი ხალხი და პირადად მეც, რომ ახლა მორიგ სარჩელს შევიტან სასამართლოში ამ ლუცენკო ლოთის წინააღმდეგ, სადაც ცილისწამებისა და ღირსების შელახვის გამო პასუხს მოვთხოვ,, აცხადებს კურჩენკო.
გავრცელებული ინფორმაციით, კურჩენკოს პირველი სარჩელი, იმავე პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში, პრეზიდენტ პეტრ პორორშენკოს წინააღმდეგაა მიმართული და განხილვას ელოდება.
32 წლის ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო, მედია ჰოლდინგი UMH group-თან ერთად, ჰოლდინგ Газ Украина-ს და უკრაინული საფეხბურთო კლუბ ხარკოვის ,,მეტალისტის,, პრეზიდენტი და მფლობელია

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მოსამართლე ლარისა ცოკოლი მოიქცა მამაცურად და ახლა მასზე ზეწოლა განხორციელდება
შემდეგი სტატიაუკრაინელი დეპუტატი : გენპროკურორი იური ლუცენკო უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან