კურახოვოში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შესაძლოა ალყაში მოექცნენ-რა ხდება ფრონტის ერთ-ერთ ურთულეს მხარეს

დონეცკიდან დასავლეთით 30 კმ-ში, ქალაქ კურახოვოს რაიონში უკრაინის ჯარებისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნა. რუსეთის არმიამ უკვე დაიწყო ბრძოლა თავად ქალაქში და პარალელურად გვერდს უვლის მას მდინარე ვოლჩიას ორივე ნაპირზე.
”მტერი როგორც ჩანს, შეიჭრა სოფელ დალნეიეში, კურახოვოს სამხრეთით. კურახოვსკის გამორჩეული თავდაცვა, ალბათ, ფინალურ ეტაპზე შედის“, – წერს უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი კონსტანტინე მაშოვეცი.
მისი შეფასებით, ყველაზე საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კურახოვოს სამხრეთით დამცველი უკრაინული ნაწილები.
”თუ უახლოეს მომავალში ჩვენი დანაყოფები, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ ელიზავეტოვკასა და ეკატერინოვკას მიდამოებში, არ დაიხევენ, ყოველ შემთხვევაში, უსპენოვკასკენ, ისინი აღმოჩნდებიან გარშემორტყმული”, – თვლის ექსპერტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. რუსული ჯარები აქტიურად მიიწევენ სამხრეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სოფელ კონსტანტინოპოლის მიმართულებით, რომელიც მდებარეობს ზაპოროჟიე-დონეცკის გზატკეცილზე, კურახოვოს დასავლეთით 15 კმ-ში. ორვე მიმართულებით უკრაინულ ძალებს დარტყმები ემუქრება.
ამავდროულად, რელიეფი არ არის ხელსაყრელი თავდაცვისთვის – უკრაინული ქვედანაყოფები მდინარე ვოლჩიას ხეობას იცავნე, ხოლო რუსული საცეცხლე პოზიციები ძირითადად ბორცვებზეა განთავსებული.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ სევასტოპოლში ლიკვიდირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო გემების შტაბის უფროსი ვალერი ტრანკოვსკი