კუპრავას ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს და დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 10:32

კუპრავას ადვოკატი განაჩენს ასაჩივრებს და დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელისთვის პატიმრობის შეფარდებას, დღეს მისი ადვოკატი გაასაჩივრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კუპრავას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ადვოკატი ზვიად კუპრავას დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებს.
„გადაწყვეტილება, რომლითაც ზვიად კუპრავა დააკავეს სრულად შევისწავლეთ. შევისწავლეთ მასალები, რომელიც პოლიციიდან იქნა წარმოდგენილი სასამართლოში. შესაბამისად მივედით დასკვნამდე, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ნორმა არ არის დარჩენილი რომელიც არ დარღვეულიყო. სრულიად შეუსაბამო განმარტებებს იძლევა საპატრულო პოლიციელი ოქმთანმიმართებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ვიდეო ჩანაწერებთან მიმართებაში, რომელიც სამკერდე კამერით არის გადაღებული.
იცოდნენ ყველა მოქმედება, რომელის გაკეთებასაც ზვიადი აპირებდა და შესაბამისად,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამასთანაც არის დაკავშირებული“- აცხადებს ადვოკატი ლევან დავითაია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 4, 2018 10:32

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics