კუპრაძე – “ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა

„უპრეცედენტო რამ ხდება ბათუმში – „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა. საკრებულოს რიგით მეორე სხდომაზე „ქართული ოცნების“ არცერთი დეპუტატი არ გამოცხადდა. რეალურად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებამ ოპოზიციას, რაც ნიშნავს ბათუმის სრულ კრიზისში შეყვანას. „ოცნებამ“ დაარეგისტრირა ფრაქცია, გაიზარდა ხელფასები, დანიშნა ფრაქციის თავმჯდომარე და 5 მოადგილე, რომელთაც საკრებულოს სხდომაზე მოსვლაც კი არ უნდათ.

ბათუმი კრიზისშია, ეს კრიზისი კი იწვევს უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, სოციალურად დაუცველებისთვის, ავარიულ სახლებში მცხოვრები პირებისთვის, გადაუდებელი ჯანდაცვის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის და ა.შ.

„ქართული ოცნება“ „ჭედავს“ ბათუმს და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალაქს გამოსავალს არ უტოვებს“,- აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოს” წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ხედვა ამ პროცესში რაიმე კონკრეტულ ჩარჩოში არ არის ჩაკეტილი