11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

კუპრაძე – „ლელო” არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში, ეს არც განიხილება, ვაგრძელებთ სვლას დამოუკიდებელი ხაზით

„ლელო“ არ გახდება არანაირი ერთობის ნაწილი უახლოეს მომავალში, ეს არც განიხილება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, სვლას გააგრძელებენ დამოუკიდებელი ხაზით.

„ვაგრძელებთ პარტიის განვითარებას, მოქალაქეებთან კომუნიკაციას, ვაგრძელებთ ივანიშვილის ძალადობრივ, ავტორიტარულ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლას და წინააღმდეგობას. ამისთვის ჩვენ ვიხდით ძალიან მძიმე ფასს – ჩვენი პარტიის აკრძალვას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოთხწლიანი ციხისთვის არის ახლა შემზადებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ამიტომ არანაირი კომპრომისი. ჩვენ გვაქვს ერთადერთი ხაზი – წინააღმდეგობა იქნება ურყევი, ყველგან“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია – ვუსწრებთ ევროკავშირის 7 და ნატო-ს 10 წევრ ქვეყანას
შემდეგი სტატიაკობახიძე – ბოლოდროინდელი გზავნილები, რაც ისმის ამერიკული მხრიდან, განგვაწყობს ოპტიმისტურად, ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა