25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

კუპრაძე: ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა, ივანიშვილის განზრახვაა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა კიდევ გადაავადოს

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ზუგდიდიდან ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას ეხმაურება. კუპრაძის თქმით, მინისტრის მიერ პორტის გახსნის თარიღად 2032 წლის დასახელება და შემდგომ უწყების მიერ ამის „მექანიკურ შეცდომად“ გასაღება, ხელისუფლების რეალურ განზრახვას ააშკარავებს.

„მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ პირველი გემის მიღება კიდევ 3 წლით, 2032 წლამდე გადაიწია, მიხვდნენ, რომ მძიმე შეცდომა დაუშვეს. სულ რამდენიმე საათში ეკონომიკის სამინისტრომ უარყო ეს ცნობა და ყველაფერი მექანიკურ შეცდომას დააბრალა. ჩვენ არ გვჯერა მათი შემთხვევითი წამოცდენების, ეს არის კონკრეტული განზრახვა, რომ კიდევ გააჭიანურონ ანაკლიის პორტის მშენებლობა“, — განაცხადა კუპრაძემ.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, 2016 წლიდან, რაც პროექტი დაიწყო, 10 წელი გავიდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მშენებლობა მრავალგზის გადაავადა. მისივე განცხადებით, 2019 წელს ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ კი „თეთრი ძაფით ნაკერი“ საქმეები აღძრა, რითაც 80 მილიონი დოლარის ინვესტიციის ექსპროპრიაცია მოახდინა.

კუპრაძის მტკიცებით, ანაკლიის პროექტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ვერ განხორციელდება, ახალი კოალიციური ხელისუფლება კი მას ეროვნულ სტრატეგიულ ობიექტად გამოაცხადებს და დასავლურ ინვესტიციებს დააბრუნებს.

banner
წინა სტატიაშისასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის თაობაზე ალეკო ელისაშვილის ბრალდების საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
შემდეგი სტატია“ხელიდან ვუშვებთ შანსს”- ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო სატრანზიტო “ტრამპის გზის” კარიბჭე უნდა გახდეს