კუპრაძე და თევზაძე პროკურატურაში არჩევნების გაყალბების საქმეზე გამოკითხვისთვის დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი კუპრაძე და კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი წევრი თენგო თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში დაწერეს.

კუპრაძის ცნობით, ის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, მაგრამ მზადაა მაგისტრ მოსამართლესთან ერთად ამხილოს “ქართული ოცნების გაყალბების სქემა”.

“ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით. დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა”, – წერს კუპრაძე.

თენგო თევზაძის თქმით, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

“პროკურატურაში დამიბარეს არჩევნების გაყალბების საქმეზე რა თქმა უნდა არ ვაპირებ არჩევნების გაყალბების საკითხზე პროკურატურაში მისვლას (იქ მისვლა ჩემთვის არ იქნებოდა არანაირი პრობლემა ჯერ ქოცები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები რომ გამოეკითხათ და რეალური მოტივაცია რომ ჰქონდეთ გამოძიების), მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა.

ძალიან ვხალისობ, ჯერ თენგო, თენგოო “ვითომ კამპანია” ააგორეს ახლა მოგვიყევი/გვასწავლე როგორ გაყალბდაო. აუცილებლად მოვყვები, ამ გამოძიების არ მჯერა და ოცნების მხრიდან ფორმალურ სახეს ატარებს (საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის, აი ვიძიებთ და არაფერი არ დადასტურდაო) მაგრამ ეს გამოძიება აუცილებლად განახლდება და დაადგენს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას”, – წერს თევზაძე.

ასევე, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ბუაძე სოციალურ ქსელში წერს, გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ხუჭუა: შინაგანმა სინდისმა, რწმენამ მიკარნახა, მივიღე სამარათლიანი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში  საჩივრების განხილვა დასრულდა