კუპიანსკის მერმა ქალაქი რუსებს ჩააბარა, თავად კი რუსეთში გაიქცა – ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მერი გენადი მაცეგორა რუსი დამპყრობლებისთვის ქალაქის ჩაბარების შემდეგ რუსეთში გაიქცა. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„კუპიანსკიზე თუ ვსაუბრობთ, ამ ქალაქის მერი იყო პირველი მოღალატე. ჩვენი ინფორმაციით, ის ოჯახთან ერთად უკვე გაემგზავრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, ქალაქ ბალაქლეას მერის მსგავსად. მან საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭერდა დამპყრობლებს“, – ისაუბრა სინეგუბოვმა.

სინეგუბოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვოლჩანსკში, რომელიც, დროებით დატყვევებული იყო, დამპყრობლები ცდილობდნენ, შეექმნათ ისეთი განწყობა, თითქოს მოსახლეობა მათ მხარს უჭერს, თუმცა ეს ვერ შეძლეს. მან დასძინა, რომ ხარკოვის მახლობლად დატყვევებულ სოფელ ლიპცში რუსმა ჯარებმა თავიანთი „ლიდერი“ მიიყვანეს, ადგილობრივი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

„მათ ეს დასახლება სჭირდებათ როგორც განლაგების ადგილი ქალაქ ხარკოვზე თავდასხმისთვის“, – აღნიშნა სინეგუბოვმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის რეგიონში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაევროპა ვერ ჩაანაცვლებს რუსულ ნავთობსა და გაზს – პუტინი