5.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

კუპერი: რუსეთი და ირანი ცდილობენ გლობალური ეკონომიკის მითვისებას

“რუსეთი და ირანი ცდილობენ გლობალური ეკონომიკის მითვისებას, რადგან ჰორმუზის სრუტეში მოძრაობა თავდასხმების გამო შეზღუდულია”,_  აცხადებს BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივეტ კუპერი.

ცნობისთვის, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ გუშინ პირობა დადო, რომ არხში გემების მოძრაობას დაბლოკავდა, მის ქვეყანაზე აშშ-ისრაელის მიმდინარე დარტყმების საპასუხოდ. ღამით აშშ-მ დროებით შეამსუბუქა სანქციები რუსული ნავთობის შესყიდვაზე.

კუპერი ამბობს, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეინიშნებოდა და დასძენს, რომ ორივე ქვეყანა კავშირებს ავლენს თავის მიდგომებსა და ტაქტიკაში.

„ჩვენ ამას ვხედავთ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ცდილობენ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის მხარდაჭერას და  სარგებლის მიღებას  გლობალური ეკონომიკის მითვისების მცდელობიდან”,_  ამბობს ის.

banner
წინა სტატიაშითურქეთის საჰაერო სივრცეში NATO-ს თავდაცვის სისტემებმა ირანის რაკეტა გაანეიტრალეს
შემდეგი სტატიახიდაშელი: ეუთოს ანგარიშის შედეგები “ოცნებას” შეუძლია, დროში გადაავადოს, მაგრამ თავიდან ვერ აიცილებს