კუნძულ ზმეინიზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გააქტიურა – უკრაინული მხარე

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ძალების აქტიურობა შეინიშნება. რუსული გემებიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა უმაღლეს დონეზეა. ამის შესახებ „უნიანი“ ოპერატიული სარდლობა – „სამხრეთის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„ამავდროულად, ზღვაში დაფიქსირდა მტრის ფლოტის ძალების ატიურობა, შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით – „რაპტორებით“ ზმეინიზე მორიგი დარტყმის განხორციელების შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.

„სამხრეთის“ სარდლობაში ასევე განაცხადეს, რომ დანარჩენი ხომალდები და წყალქვეშა ნავები განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმის საფრთხის შენარჩუნებას უმაღლეს დონეზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000-ზე მეტ საქმეს იძიებს – გენპროკურორი
შემდეგი სტატიაიზიუმში, რუსეთის მეორე არმიის შტაბში, სადაც სავარაუდოდ რუსეთის გენშტაბის უფროსი იმყოფებოდა, აფეთქება მოხდა – უკრაინის შს მინისტრი