უკრაინელმა სამხედროებმა კუნძულ ზმეინიზე მტრის პოზიციებს შეუტიეს, შევიდნენ საკონტროლო ოთახში და საზენიტო სარაკეტო სისტემა Strela-10 გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
სარდლობა აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის დანაკარგები ზუსტდება.
“მტრის ჯამური დანაკარგები დღეში არის: 16 რაშისტი, 12 ტანკი და 4 მანქანა, აქედან 2 ჯავშანტექნიკა”.