12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

კუნძულ კრეტაზე ძლიერმა შტორმმა წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა შტორმმა მასშტაბური წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია. უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა, დაიტბორა ქუჩები, ხოლო საავტომობილო გზებზე ნანგრევები ჩამოწვა. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მთავრობის მიერ გაცემული საგანგებო გაფრთხილების შემდეგ ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა კუნძულის რამდენიმე რაიონი. რთული ვითარებაა სამარიას ხეობაშიც — კუნძულის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ზონაში 8 მუშაა ჩარჩენილი. მათ შორის 6 საბერძნეთის ბუნებრივი გარემოსა და კლიმატის ცვლილების სააგენტოს თანამშრომელია, ხოლო 2 — რეინჯერი. ისინი ხეობაში 29 სექტემბერს შევიდნენ და ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო ტერიტორიის დატოვებას ვეღარ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები დასრულდა
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთი აგრძელებს ინფრასტრუქტურის განადგურებას