კუნძს ჩავეჭიდე და მერე ტალღებმა ნაპირზე გამიყვანა… – 6 წლის დანი ჰყვება, როგორ გადარჩა

სასწაულებრივად გადარჩენილი 6 წლის დანი თოფურია, რომელიც წუხელ მდინარე ცხენისწყალში გადავარდა, თავს კარგად გრძნობს.

როგორც ბავშვი ყვება, წყალში ჩავარდნის შემდეგ ძალიან შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ხის კუნძს მოეჭიდა და გარკვეული დრო წყალში ტივტივებდა, შემდეგ კი ტალღებმა ნაპირზე გარიყა.

ბავშვს ხუთი საათის განმავლობაში მაშველები და ადგილობრივები ეძებდნენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დანის იმაშიც გაუმართლა, რომ გუშინ ცხენისწყალი უჩვეულოდ მშვიდი იყო.

მარტვილში, მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს

 

banner
წინა სტატიაშიქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა – ზურაბიშვილი ქათამაძის გაძევებაზე
შემდეგი სტატიასანქცირებული გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად აირჩიეს