კუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფელ კუმისთან ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოძრაობის დროს ამობრუნდა.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიბელორუსმა რუსული ნავთობის ტრანზიტისათვის ტარიფი გაზარდა
შემდეგი სტატიაბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა