კუმარ აიერი – ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდა სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის

ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავარძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურ მა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ აქ იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი. მან საჯაროდ განაცხადა და ისაუბრა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ, ეს არის ჩვენი აქ ვიზიტის სულისკვეთება. ჩვენ ნამდვილად მადლობლები ვართ ყველა იმ ნაბიჯის გამო, რომლებიც უკვე გადაიდა საქართველოს მთავრობის მიერ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთისთვის და ეს იყო ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სხვა მიზანი არის, რომ ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, გააგრძელებს სხვადასხვა გზის გამოყენების მცდელობებს. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზია, როგორ გავარძელოთ პარტნიორობა, რათა აღვკვეთოთ საბრძოლო დანიშნულების საქონლის რუსეთში მოხვედრა“, – განაცხადა კუმარ აიერმა.

მისივე თქმით, რუსული იარაღის დიდი ნაწილი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია.

„ელჩმა ო’ბრაიანმა ისაუბრა სანქციების მნიშვნელობაზე. მე რამდენიმე სიტყვას დავამატებ, თუ რეალურად რა გავლენა აქვს ამ სანქციებს რუსეთზე. უპირველეს ყოვლისა, მათ გავლენა აქვთ ბრძოლის ველზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღი დამოკიდებულია დასავლურ კომპონენტებზე, რომლებიც სანქცირებულია ჩვენს მიერ. ჩვენ ვიცით ფრონტიდან მიღებული მასალებისა და ანგარიშების შესწავლიდან, რომ მათ აღარ შეუძლიათ ამ კომპონენტების მიღება დასავლური ქვეყნებიდან. ისინი იყენებენ უფრო დაბალი ხარისხის კომპნენტებს და მათი იარღის ეფექტიანობა მცირდება. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, თუ რომელია ის კომპონენტები, რომლებიც ყველაზე მეტად გვაშფოთებს. თუ დაინტერსებული ხართ, ყველა დეტალი გამოქვეყნებუყლია ჩვენს ვებგვერდებზე. ეს არის 38 დასახელების ძალიან კონკრეტული საქონელი, რომელზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულია“, – აღნიშნა კუმარ აიერმა.

მისი თქმით, სანქციების მიზანია ომის შემოკლება და ათასობით ადამიანის მკვლელობის აღკვეთა.

ასევე მინდა დავადასტურო და ხაზი გავუსვა, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს უფრო ფართო სანქციების პაკეტს რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთი იყო ეკონომიკა, რომელიც ჩვეულებრივ გადაჭარბებით ასრულებდა ბიუჯეტს. მიმდინარე წელს მისი პროგნოზია ორპროცენტიანი ბიუჯეტის დეფიციტი და მისი საკუთარი მონაცემებითვე, ამ წლის პირველ ოთხ თვეში მან უკვე გადააჭარბა ამ პროგნოზს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ამ წლის პირველ კვარტალში ენერგომატარებლების გაყიდვებიდან რუსეთის შემოსავალი 45 პროცენტით შემცირდა. ჩვენ ვიცით, რომ სუვერენული ფონდისა და რუსეთის სხვადსხვა აქტივების 60 პროცენტი გაყინულია. და ბოლოს, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამას – რომ შევამოკლოთ ომი და აღვკევთოთ ათასობით ადამიანის მკვლელობა“, – განაცხადა კუმარ აიერმა.

banner
წინა სტატიაშიკუმარ აიერი – ქართულ მხარეს შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა საჰაერო მიმოსვლის მიმართულებით კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს
შემდეგი სტატიაზელენსკი – ნატო-ს წევრებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას კრემლისკენ გახედვა უნდა შეწყვიტონ