კულუმბეგოვი – საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია…

“საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში” – ასე მიმართავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოს საპატრიარქოს.

ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და თქვა ისიც, რომ დღეს მისი და მისი კოლეგების საქმიანობა სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს შეადარა.

ბიძინა კულუმბეგოვი დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მესტიაში იმყოფებოდა, სადაც მასწავლებლებს შეხვდა და ვაქცინაციის სარგებელზე ესაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პედაგოგები აიცრნენ.

banner
წინა სტატიაშისუიციდი მარტვილში- გარდაიცვალა 70 წლის მამაკაცი
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ გახარიას თანაგუნდელს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა