კულუმბეგოვი სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

gulis eleqsiri

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

კულუმბეგოვი ხელისუფლებას სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, ის სისხლის სამართლის 247-ე მუხლზე მიუთითებს.

“და მაინც მგონია, რომ ვაქცინების მიმართ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნულის ბერკეტი მას გააჩნია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება!

1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თუ კანონი გაფართოვდება (ამჟამად ეხება მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებს) და მასმედიაში აზრის გამომთქმელ ნებისმიერ ექიმს შეეხება, გაცილებით გავაუმჯობესებთ საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს!!!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვაქცინაციის დასაჩქარებლად დამატებით 35 მილიონს გამოყოფს