კულუმბეგოვი: რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი

სკოლა უნდა გაიხსნა პირველი და უნდა დაიხუროს ბოლო – სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვებმა, რომლებიც არ არიან აცრილები და პარალელურად აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ. მისივე თქმით, ონლაინსწავლება უნდა გააგრძელოს მრავალსულიან ოჯახში მცხოვრებმა ბავშვმაც.

„მთავარი პრინციპი, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიოც მოუწოდებს, არის ის, რომ სკოლა უნდა გაიხსნა პირველი და სკოლა უნდა დაიხუროს ბოლო. სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. რაღაც ტიპის რისკები ბუნებრივია არსებობს, მით უმეტეს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების იმ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიგოგინავა ეპიდვითარებაზე – ჩვენი რეაგირება უნდა იყოს პირველ რიგში ვაქცინაციის პროცესის აქტიური წარმართვა
შემდეგი სტატიაჩეჩენი ბლოგერი გვარამიაზე: როდესაც კრემლისთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებ, აუცილებლად მოხვდები დასახვრეტთა სიაში