კულუმბეგოვი – “გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?”… თუ გადარჩი, კი

კვლევას, სადაც ამტკიცებენ, თითქოს კოვიდგადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე ვაქცინით აცრილებს, იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეხმაურება:

“გადატანილებს უკეთესი იმუნიტეტი აქვთ ვიდრე აცრილებსო!?” პასუხი მოკლე და ლაკონურია “თუ გადარჩი კი” რეალობა შემდეგია, კოვიდის გადატანის შემდეგ საშუალოდ ინფიცირებულების 1/3 – ს ანტისხეულები არ უყალიბდება (განსაკუთრებით უსიმპტომო და მსუბუქი ფორმის დროს) , ამიტომ დღეს რაც მყარად ვიცით ისა, რომ ვინც გადაიტანა და აიცრა ყველაზე კარგი იმუნიტეტი მათ აქვთ. ამიტომ ნუ დაელოდები ვერაგ კოვიდს, აიცერი და დახვდი მას მაქსიმალურად დაცული” წერს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიმეგის ქარდავა რუსთავის N 12 დაწესებულებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 228 მილიონს გადააჭარბა