კულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს

ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ეს თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ ხდება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაში“ხაზარაძე დისკრიმინაციული ლექსიკით საუბრობს, რის გამოც ეთიკის საბჭოს მივმართავ”
შემდეგი სტატიაპირი “გალფის” ოპერატორს დანით თავს დაესხა – ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა