კულუმბეგოვი – არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს

არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი დასძენს, გავრცელების თვალსაზრისით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული ვარიანტისგან“ არსებითად არ განსხავდება.

„ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ არაფერი გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არ შეცვლილა.

ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მოქმედებს თუ არა „ინდურ ვარიანტზე“ თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაციას, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან, მხოლოდ „ფაიზერს“ და „ასტრაზენეკას“ ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ , ჯერჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს, შესაბამისად, არ ვიცით მტკიცებითი ფორმატით ვამტკიცოთ მოქმედებენ თუ არა.

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი, ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც „კოვაქსინი“ ჰქვია.

სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს“, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკობახიძე – „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა პროტესტის ფორმები აბსოლუტურად მიუღებელია
შემდეგი სტატიაევროკავშირმა სავიზო სისტემაში ცვლილებები შეიტანა