კულუარებში ძმები „გრეჩხიების“ პოლიტიკური გავლენის გაზრდაზე ალაპარაკდნენ

კულუარებში ძმები „გრეჩხიების“ პოლიტიკური გავლენის გაზრდაზე ალაპარაკდნენ

რისთვის ამზადებს „ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს

salome-levani

ახალ წელს საქართველო ახალი მთავრობით ხვდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ახალი პრემიერი გყვავს, თორემ მინსტრთა კაბინეტის წევრები, საგარეო უწყების ხელმძღვანელის გარდა, ძველები არიან. პრინციპში, ახალი არც გიორგი კვირკაშვილია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ახსოვს – მისი პოლიტიკური ბეგრაუნდი, სანამ „ქართუში“ წავიდოდა, „ახალ მემარჯვენეებს“ უკავშირდება. ამბობენ, რომ ის დღემდე მეგობრობს ძმებ „გრეჩიხებთან“. შესაბამისად, „თაიმერთან“ საუბრის დროს კულუარებში გარკვეული ადამიანები გამოთქვამენ ეჭვს, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში შეიძლება, ლევან და გია გაჩეჩლაძის, ასევე, კოკა გუნცაძის აღზევებას ველოდოთ.

„არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები სახელმწიფო თანამდებობებზე დაინიშნებიან, მაგრამ სავსებით ლოგიკური იქნება, თუ მათი არაოფიციალური გავლენა პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებზე გაიზრდება,“ – ამბობს ჩვენი სამთავრობო წყარო, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.

ამ უკანასკნელის გარდა, ჩვენი სხვა წყაროები, როგორც იტყვიან, „პირველ ჩვენებას აწვებიან“ და ირწმუნებიან, რომ გაზაფხულამდე მთავრობის შემადგენლობაში რაღაც ფორმით საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უეჭველი გამოჩნდება.

„მოგეხსენებათ, ამის შესახებ ღარბაშვილის გადადგომისთანავე ითქვა, მაგრამ ამჯერად სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ გახდა, თუმცა, დამერწმუნეთ, მას „ოცნება“ აუცილებლად გამოიყენებს და განსაკუთრებით, რუსეთთან ურთიერთობს ფარგლებში. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად ზურაბიშვილს რა სტატუსი ექნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მან კულუარებიდან იმოქმედოს,“ – გვიმხელს საკუთარ მოსაზრებას ინკოგნიტო რესპოდენტი, რომელიც თავის ანალიზსს კულუარებში გავრცელებულ ხმებსაც ამატებს და მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოების პარალელურად, „ოცნება“ ყველას და ყველაფერს გამოიყენებს, რათა საზოგადოებაში დაცემული იმიჯი ასწიოს და 2016 წელს კვლავ ერთპიროვნული პოლიტიკური ძალა იყოს.

„2016 წლის შემოდგომა იმაზე ცხელი იქნება, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო. „ნაციონალებს“ ახლა შანსი ეძლევათ, რომ პოლიტიკაში როგორმე ისევ სოლიდურად დაბრუნდნენ. რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ მიშას გუნდი კვლავ უმრავლესობაში მოვა, ან რომელ გუნდზეა ლაპარაკი, ვერ ხედავთ, პარტიაში გიგა ბოკერიასა და დავით ბაქარაძის მეტი, პრინციპში, აღარავინ არის? კი ბატონო, ირმა ნადირაშვილი და გიორგი ვაშაძე, სხვებიც არიან და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობენ. მასაში ნდობა არც გიგა ბოკერიას აქვს. ამ მხრივ ყველაზე კარგ სიტუაციაში დავით ბაქრაძეა, რომელიც ობივატელს არ აღიზიანებს, მაგრამ „ნაციონალები“, რატომღაც მგონია, სხვა სტრატეგიას აირჩევენ და არჩევნებში ფონს კოალიციური ერთობით შეეცდებიან.

ამასობაში, გულზე ხელებს არც „ოცნება“ დაიკრეფს, თან როგორც ადრე „გითხარით, „ოცნება“ თავისი გუნდის მთლიან გადახალისებას გეგმავს და ამ მიზნით უკვე ცდილობს საზოგადოებისთვის ცნობად სახეებთან გარკვეული მოლაპარაკებბეი აწარმოოს. აი, მაგალითად ვიცი, რომ ღარიბაშვილის გადადგომის წინა დღეებში, რამდენიმე „ფეისთან“ შეხვედრა დაინიშნა, მაგრამ „ოცნების“ მოულოდნელად, ამ შეხვედრაზე მხოლოდ ერთი „ცნობადი“ მივიდა, დანარჩენებმა კი შეუთვალეს, რომ ჯერ მათ სიაში ჩასმაზე ლაპარაკი ნაადრევია, – აღნიშნავს საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც პოლიტიკური სპექტრის სხვა სეგმენტსაც ეხება და ვარაუდს გამოთქვამს, რომ 2016 წელს არჩეული პარლამენტი კოალიციური იქნება, – ახლა, მე და კიდევ ბევრ ჩემნაირს მოეწონება თუ არა, ახალ პარლამენტში ფრაქციებს აუცილებლად შექმნიან ნინო ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსი“, მუხედავად იმისა, რომ ეს ორივე პარტია ერთ ელექტორატზე მუშაობს, ორივე მაინც მოახერხებს, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს. პარლამენტში, თავისთავად, ცხადია, მოხვდება „ნაციონალური მოძრაობა“. აგრეთვე, ეჭვგარეშეა ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში ყოფნა. საერთოდ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ალასანია უფრი მეტად უნდა აქტიურობდეს, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ხდება და ამიტომაც ჯერჯერობით თავს იკავებს“, – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერის“ ფარული რესპოდეტი. „რაც შეეხება ჩემს დაპირებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რა როლი აკისრია ღარიბაშვილის გადადგომაში პრეზიდენტ მარგველაშვილს, რამდენიმე დღის წინ გითხარით, რომ პირველადი ინფორმაცია მქონდა, რომელსაც ვამუშავებდი. ვერ ვიტყვი, რომ პრემიერის შეცვლა რამით უკავშირდება „მარგველას“, მაგრამ ვიცი, რომ ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცდება, ანუ ყველაფერს გააკეთებს, რომ კვირიკაშვილთან ურთიერთობა დაათბოს. ეს მის ავტორიტეტზე დადებითად იმოქმედებს. ამას გარდა, „ოცნებაში“ დაწყებული ნებისმიერი „პერეტრუბაცია“ წყალს დაასხამს მარგველაშვილის წისქვილზე, რომ მისი, როგორც პოლიტიკური მოთამაშის რენომე გაიზარდოს. ახლა, მე რომ მისი მრჩეველი ვიყო, აუცილებლად ვურჩევდი, რომ მურუსიძესთან დაკავშირებით ძალიან ხმაურიანი განცხადება გაეკეთებინა და ამით მოსახლეობის ნდობა საბოლოოდ მოეპოვებინა. მურუსიძე ხომ ის ფიგურაა, რომლის სახელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. მოდით, ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ მიშას ხელისუფლების დაღმასვლა სწორედ გირგვლიანის მკვლელობით დაიწყო. ჰოდა, ვინც „ოცნებას“ კრიჭაში უდგას, ახლა სწორედ ეს კოზირი უნდა გამოიყენოს და მურუსიძის თემა დღის წესრიგიდან არჩევნებამდე არ უნდა მოხსნას, მაგრამ ოპოზიციონერობასაც ცოდნა და გამოცდილება უნდა,“ – ორაზროვნად ამბობს „თაიმერთან“ საუბრს დროს ჩვენი რესპოდენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ 2016 წლის პირველი სკანდალი შესაძლებელია, რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა ჩვენი თხოვნის მუხედავად, ამ თემას აღარ ანვრცობს და გვირჩევს, რომ მოვლენების განვითარებას მოთმინებით დაველოდოთ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაბელგიაში საახალწლოდ ტერაქტების მოწყობაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს