20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება.

მთელი დღის განმავლობაში თითოეულ მუზეუმში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.

გარდა ამისა, 23 მაისს, პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ღამის ღონისძიებები მოეწყობა.

პროგრამის მიმდინარეობისას დასწრება თავისუფალია, ხოლო დღის განმავლობაში მუზეუმები დამთვალიერებლებს ჩვეული რეჟიმით უმასპინძლებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი “ოცნების” მიერ რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაზე უარის თქმას ეხმაურება
შემდეგი სტატიაპროევროპულ აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას უერთდებიან