8.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 11, 2026
banner

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე უკვე არსებულის გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება

უბისის მონასტრის კედლის მხატვრობაზე უკვე არსებულის გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორც სააგენტო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, სოციალურ ქსელში უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესახებ ინფორმაციის და ფოტომასალის გავრცელების შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა მონასტერში დამატებითი მონიტორინგი განახორციელეს.

„შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კედლის მხატვრობაზე უკვე არსებული დაზიანებების გარდა, დაზიანების ახალი კვალი არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ უბისის მონასტრის კედლის მხატვრობის შესწავლის მიზნით, საქართველოში იტალიელი ექსპერტების მისია განხორციელდა. ჩატარდა შესაბამისი კვლევები; საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სტანდარტების დაცვით სრულყოფილი საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების უზრუნველყოფის გეგმაზე”, – აღნიშნავს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
შემდეგი სტატიაTI – პოლიტიკა მიუსაფარი ცხოველების მიმართ არა მხოლოდ არაჰუმანური და უკანონო, არამედ არაეფექტიანიცაა