კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცხადდა კონკურსი „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“

საქართველოს კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ აცხადებს კონკურსს „ლიტერატურული აგენტის სასწავლო მოდულის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობა“.

კონკურსის მიზანია 5-კვირიანი ტრეინინგების ჩატარება საქართველოში ლიტერატურული აგენტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და შესაბამისი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ქართული ლიტერატურის სწორად გატანას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ტრენინგ ცენტრებს. კონკურსში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჰუმანიტარული მიმართულება/პროფილი, ტრენინგების ჩატარების გამოცდილება. საკონკურსო თანხის ოდენობა შეადგენს 26500.00 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით

საპროექტო განაცხადები მიიღება 2022 წლის 11 მაისიდან – 6 ივნისის 18:00 საათამდე, ელექტონულად, მეილზე: docs@creativegeorgia.ge.
საკონკურსო პირობები და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi_literaturuli_agentis_sastsavlo_modulis_shemushavebis_da_danergvis_khelshetskoba_?fbclid=IwAR2d9rWVxZZPPFvB2D8Li1i29l_ikDzRTKh5K20PTxAgCjpallrl9QXq-I4

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებთან რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს ხელს აწერს
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილისა და უნგრეთის საგარეო მინისტრის შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ კითხვარის მოკლე ვადებში შევსებას