კულტურის სამინისტროს განცხადება ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე

 

cms-image“30 იანვრიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა საზეიმოდ იხსნება. ბუნებრივია, ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება სამი საპრემიერო ჩვენების გამართვასთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისამაჩაბლოს და აფხაზეთის მოსახლეობა ბაიკალის ამომრჩევლების სიაში შეიყვანეს
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: პირადად ჩემთან კონსულტაციები არ დაწყებულა