კულტურის სამინისტრო რობი უილიამსთან და ეროს რამაზოტისთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსისა და პოპულარული იტალიელი მომღერლის ეროს რამაზოტის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა. მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მომღერლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

,,ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს,  თუმცა ჯერ ზუსტ პასუხს ვერ ვიტყვით ჩამოვლენ თუ არა. ტექნიკურ საკითხების დაზუსტების პროცესში ვართ. ერთ კვირაში ჟურნალისტებისთვის გავმართავთ შეხვედრას და ყველა დეტალზე მოგაწვდით ინფორმაციას, მათ შორის თუ რა ბიუჯეტი დაჯდება ცნობილი მომღერლების საქართველოში ჩამოყვან”- განაცხადა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ მომღერლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი პაპუაშვილთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ,,შეშფოთებას” ეხმაურება
შემდეგი სტატია“დღესაც ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ბევრი მორალური პრობლემა არსებობს”