10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის“ განათების ძვირად ღირებული აპარატურა შეიძინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო – გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო: განათების აპარატურა იქნა შეძენილი რუსთაველის თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული სპექტაკლისთვის