10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

კულტურის სამინისტრო: განათების აპარატურა იქნა შეძენილი რუსთაველის თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული სპექტაკლისთვის

საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ განათების აპარატურა შეიძინეს რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა კონკრეტული “ვეფხისტყაოსნის” სპექტაკლისთვის.

განცხადებაში კულტურის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ რობერტ სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. განათების აპარატურა შეძენილ იქნა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუდმივი საჭიროებებისთვის და არა ერთი კონკრეტული სპექტაკლისთვის.

რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდესი ტრადიციების მქონე კულტურის კერაა და იმისთვის, რომ მომავალშიც პასუხობდეს ყველა მოთხოვნას, მას სჭირდება თანამედროვე აღჭურვილობა.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც რუსთაველის თეატრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნის” გასანათებლად 820 400 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სტურუას სპექტაკლ “ვეფხისტყაოსნისთვის” განათების ძვირად ღირებული აპარატურა შევიძინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიასაბერძნეთი 15 წლამდე ასაკის მოზარდებს სოციალური ქსელების მოხმარებას უკრძალავს