კულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილისთვის სანკტ-პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების“ მიერ კონცერტის 9 აპრილს გამართვა მიუღებელია

oqitaSviliკულტურის პალატის პრეზიდენტ დავით ოქიტაშვილისთვის სანკტ-პეტერბურგში ჯგუფი „მგზავრების“ მიერ კონცერტის 9 აპრილს გამართვა მიუღებელია.

როგორც ოქიტაშილი აცხადებს, 1989 წელს, როდესაც ხალხი ნიჩბებით დახოცეს, პეტერბურგში 9 აპრილს კონცერტის გამართვა უსინდისობაა.

„ჩემთვის მიუღებელია ამ დღეს სიმღერა იმ ქვეყანაში, რომელმაც დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მოქალაქეები. ნებისმიერი მოქალაქისთვის 9 აპრილი არის ტრაგედია. არავინ არაა რაღაცის წინააღმდეგი, მაგრამ ამ დღეს არ უნდა გაემართათ კონცერტი. ესაა საქართველოს ყველაზე ტრაგიკული ისტორიის ფურცელი იმ ტრაგედიათა შორის, რაც საქართველომ გადაიტა და როდესაც ამას ერი დღემდე გლოვობს და ჭრილობა დღემდე მოუშუშებელია, შენ ამ დღეს ოკუპანტს უმღერო ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტებში“.

კულტურის პალატის პრეზიდენტი „მგზავრებს“ მოუწოდებს, სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი კონცერტი სხვა დღისთვის გადადონ.

„ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ხელოვანების მიმართ, მაგრამ მე ვეწინააღმდეგები 9 აპრილს ამ კონცერტის ჩატარებას. მათ თავიანთ ისტორიაში ცუდი ფურცელი ჩაწერეს და სანამ გვიან არ არის, ვურჩევდი, უარი თქვან კონცერტის ჩატარებაზე და სხვა დღისთვის გადადონ. დამთხვევები არ ხდება. როცა კონცერტი იგეგმება, ჭკვიანი პროდიუსერი ნებისმიერ თარიღს აკვირდება, როდის არის შესაძლებელი და როდის არა კონცერტის გამართვა. მე მათ მოვუწოდებ, გადადონ ეს კონცერტი სანამ გვიან არ არის“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.

ჯგუფი „მგზავრები“ სანკტ-პეტერბურგში 9 აპრილს კონცერტს გამართავს, რაც ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკის საგანი გახდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა “პანამის დოკუმენტებს” სიტუაციის შიგნიდან გართულების მცდელობა უწოდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა