კულტურის და განათლების, სპორტის სამინისტროს ერთმანეთთან შერწყმა, არ ვიცი რამდენად გაამართლებს – ბექა ნაცვლიშვილი

კულტურის და განათლების, სპორტის სამინისტროს ერთმანეთთან შერწყმა, არ ვიცი, რამდენად გაამართლებს, – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ბექა ნაცვლიშვილი არ არის დარწმუნებული, რომ კულტურის და განათლების და სპორტის სამინისტროების გაერთიანება შედეგს გამოიღებს.

„კულტურის და განათლების სამინისტროს ერთმანეთთან შერწყმა, არ ვიცი, რამდენად გაამართლებს და სპორტის, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მიმართულება სპორტთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე იმედი მაქვს, რომ ერთი მიმართულება მეორეს არ დაჩრდილავს,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ თანხების დაზოგვა ადამიანური რესურსის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

„საჯარო მოხელეების რაოდენობაში კი არ არის საქმე, არამედ საქმე არის იმაში, რომ თუ რა მიმართულებით დავზოგოთ არა ადამიანური რესურსის საფუძველზე, არამედ მატერიალური რესურსის საფუძველზე. შეიძლება, რა თქმა უნდა, ვივარაუდოთ, რომ 100-დან 150 მილიონამდე წელიწადში დაიზოგოს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანების ხარჯზე, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ჩვენ გვჭირდება რომელიღაც უწყება, იმიტომ, რომ თანხები დავზოგოთ, ეს უწყება არ უნდა გავაუქმოთ,“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში 28 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაზვიად კუპრავა : მირზა სუბელიანმა შსს-ს წარმომადგენელ კახა სირაძეს მოსთხოვა, ფარდულის პრობლემა მოეგვარებინა