კულებამ სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ორშაბათამდე მიაღწევენ. ამის შესახებ კულებამ გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

„თუ ეს პაკეტი დამტკიცებული იქნება ნავთობსა და გაზზე ემბარგოს გარეშე, პუტინს შეუძლია იზეიმოს, რადგან ეს იქნება ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ერთიანობა დარღვეული იქნება ერთი ქვეყნის – უნგრეთის პოზიციის გამო“,- განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ ევროპაში სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოს შეყვანასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, უნგრეთის მხარის არგუმენტები არ არის დამაჯერებელი, მაგრამ განმარტა, რომ ოფიციალური კიევი ევროპის დისკუსიაში არ ერევა.

კულებამ იმედი გამოთქვა, რომ ეს დისკუსია სწრაფად დასრულდება და ევროკავშირი გააფრთხილა, რომ თუ სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება ვერ მოხდება ეს თავად ორგანიზაციას დააზიანებს.

„იქამდე, ვიდრე რუსეთი გაყიდის ნავთობსა და გაზს ევროკავშირში, მათი ჯიბეები ყოველთვის საკმარისად სავსე იქნება ომის გასაგრძელებლად“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ შეეჩვია, რომ საქართველოში გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ ჰგონიათ, რომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეები განსხვავებულად ფიქრობენ, ცდებიან – სუბარი
შემდეგი სტატიაG7-ის ქვეყნები უკრაინისთვის 30 მილიარდამდე ევროს გამოყოფას გეგმავენ