კულებამ ნატო-ს შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა

დმიტრო კულებამ ნატო-ს შავი ზღვის რეგიონში საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა გვახსოვდეს რამდენად დაძაბული და საშიში ვითარებაა შავი ზღვის რეგიონში და მოვუწოდებ ალიანსის წევრებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ალიანსის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ერთობლივი ქმედებები შავ ზღვაში უაღრესად დროული და სასარგებლო იქნება“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ენმ-ს წევრებმა შიმშილობა დაიწყეს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელს და მმართველ პარტნიორს, ჯონათან თაუერს შეხვდა